ეტლში ჯდომით წარმოაჩენს სურათს, რომელსაც მისი აზრით შეუძლია საზოგადოებაში ემპათია გამოიწვიოს- სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების შემთხვევაში, შეეცდება ტრიბუნა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. მისივე აზრით, პროცესზე ეტლით მისვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება - საზოგადოებაში ემპათია გამიწვიოს:

"სამწუხაროდ, პოლიტიკურ ტრიბუნად სამართლებრივი ასპარეზის გამოყენების მცდელობა აქამდეც გვინახავს და სამწუხაროდ როგორც ჩანს, არც პირველი იქნება ეს და არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც შეეცდება ბატონი სააკაშვილი რომ ეს ტრიბუნა, სამართლებრივი ტრიბუნა, გამოიყენოს პოლიტიკური  მიზნებისთვის. ერთ ერთი ადვოკატის მხრიდან, რომელმაც ბრძანა, რომ მისი რჩევა იყო, რომ მივიდეს და აჩვენოს საზოგადოებას რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და მას სჭირდება საკაცით, ან ეტლით მიყვანაო, აქ პირდაპირ არის გაცხადებული მიზანი, რომ მისი მისვლა ატარებს ერთადერთ ფუნქციას - წარმოაჩენს ეტლში ჯდომით სურათს, რომელსაც მისი აზრით შეუძლია საზოგადოებაში ემპათიის გრძნობა გამოიწვიოს" ამბობს სარჯველაძე. 

შეგახსენებთ, დღეს, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაესწროს. მან ამის სურვილი თავადვე გამოთქვა. ადვოკატის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტს პროცესზე სპეციალური ეტლით მიიყვანენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი