საქალაქოში პროცესი დაიწყო - სხდომას მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი დაიწყო. სხდომას ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ვერც ამჯერად დასწრება.

დღეს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ მოინახულა, მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. მისივე ინფორმაციით, ექიმები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ტრანსპორტირების შემთხვევაში მდგომარეობა არ გაუარესდება.

სხდომათა დარბაზში ორივე მხარის წარმომადგენლები უკვე მივიდნენ. პროცესს ესწრება სააკაშვილის ოჯახი, ენმ-ს წევრები და სხვა პოლიტიკოსები, მხარდამჭერები.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ იხილოს, რადგან ნათელი გახდება როგორ დამძიმდა მისი მდგომარეობა. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი