უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 329 ბავშვი ამჟამად უკრაინაში დაკარგულად ითვლება, ხოლო 12 034 დეპორტირებულია რუსეთში.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მონაცემები 28 ნოემბრის მდგომარეობითაა დათვლილი. უწყება ამბობს, რომ დეპორტირებულთა შორის 7 819 ნაპოვნია.

პროკურატურა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ციფრები არაა საბოლოო, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ფრონტის ხაზიდან, ასევე უკრაინის ოკუპირებული და განთავისუფლებული ნაწილებიდან მომდინარე ანგარიშების გადამოწმებისთვის.

უკრაინის ცნობით, რუსეთის ომის შედეგად 440 ბავშვი დაიღუპა და 851 ბავშვი დაშავდა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი