რუსეთი მობილიზებულთა ცოლებისა და დედების დონბასში გაგზავნას გეგმავს - მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთი მობილიზებულთა ცოლებსა და დედებს დონბასში გზავნის, -  ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN რუსულ მედიაზე დაყრნობით ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ასეთი ინიციატივით ქალები თავად გამოვიდნენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მხარი დაუჭირა.

მედიის ცნობით, მობილიზებულთა ცოლები და დედები ოკუპირებულ დონბასში მორიგეობით გაემგზავრებიან, სადაც მათ "მიზანმიმართულ და ეფექტურ დახმარებას გაუწევენ". 

შესაბამისი გადაწყვეტილება 27 ნოემბერს რუსეთში დედის დღესთან დაკავშირებით სახალინის რეგიონის გუბერნატორთან ვალერი ლიმარენკოსთან "მობილიზებულთა" ახლობლების შეხვედრაზე მიიღეს.

გარდა ამისა, მობილიზებული რუსების ახლობლები ქალთა საზოგადოებრივ ჯგუფს შექმნიან, რათა ადგილზე გაარკვიონ თუ რა სჭირდებათ რუს ოკუპანტებს ფრონტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი