
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ომში 101 სამხედრო ქალი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რეზნიკოვის თქმით, კიდევ 50 სამხედრო ქალი დაკარგულად ითვლება, 100 კი დაშავდა.
ამასთან, მინისტრმა ღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს, 350 ქალს გადაეცა სახელმწიფო ჯილდო. ორმა სამხედრომ უკრაინის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ მიიღო. ესენი არიან, ინა დერეუსოვა და კატერინა სტუპიცკა.
ინფორმაციისთვის, შეიარაღებულ ძალებში ამჟამად 59 786 ქალი მსახურობს. ამავდროულად, 18 000 ქალი შეიარაღებული ძალების სამოქალაქო თანამშრომელია. 41 000 ქალი კი სამხედრო პოზიციებს იკავებს, 5 000 კი პირდაპირ ფრონტის ხაზზე იბრძვის.