აშშ განიხილავს უკრაინას მიაწოდოს იარაღი 100 მილის მანძილზე დარტყმისთვის - Reuters

გამოქვეყნდა:

პენტაგონი განიხილავს ბოინგის წინადადებას უკრაინას მიაწოდოს იაფი, მცირე სიზუსტის ბომბები, რომლებიც დამონტაჟებული იქნება რაკეტებზე. აღნიშნული კიევს საშუალებას მისცემს დაარტყას რუსეთის სამხედრო სამიზნეებს, რომლებიც მათთვის მიუწვდომელია, ასევე მას დაეხმარება გააგრძელოს კონტრშეტევები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

მედია წერს, რომ აშშ-სა და მოკავშირეების სამხედრო მარაგი მცრიდება, ომის გაგრძელების პარალელურად კი უკრაინას უფრო და უფრო დახვეწილი იარაღი სჭირდება.

გამოცემის წყაროები აღნშნავენ, რომ  Boeing-ის შემოთავაზებული სისტემა, სახელწოდებით Ground-Launched Small Diameter Bomb (GLSDB), არის ერთ-ერთი დაახლოებით ნახევარი ათეული გეგმიდან ახალი საბრძოლო მასალის წარმოებაში უკრაინისა და ამერიკის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებისთვის.

მედიის ცნობით, სისტემის მიწოდება შესაძლებელი იქნება 2023 წლის გაზაფხულზე. იგი აერთიანებს GBU-39 მცირე დიამეტრის ბომბს (SDB) M26 სარაკეტო ძრავასთან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი