ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში 20-მდე რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში მტრის ერთ-ერთ ადგილსამყოფელს დაარტყეს. უწყება ამბობს, რომ წინასწარი ცნობებით, მოკლულია 20-მდე რუსი სამხედრო. დაჭრილია 30-ზე მეტი.

გენერალური შტაბი ამბობს, რომ რუსების ძალისხმევა მიმართულია უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეკავებაზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ცნობით, რუსეთმა 9 რაკეტა ისროლა და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე, 50-ზე მეტი დაბომბვა რეაქტიული საცეცხლე სისტემებიდან მოხდა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტზე და ჩამოაგდეს მტრის 2 თვითმფრინავი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი