ოკუპანტები ბახმუტში წარმატებებზე ცნობებს აზვიადებენ - ISW

გამოქვეყნდა:

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის ცნობები ბახმუტთან წინსვლის შესახებ არ მიუთითებს ქალაქის გარდაუვალ ალყაზე.

დოკუმენტის თანახმად, გეოლოკაციის გამოსახულებები აჩვენებს, რომ ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, დაიპყრეს სოფელი ოზარიანოვკა, რომელიც ბახმუტიდან სახმრეთ-დასავლეთით, 15 კმ-ში მდებარეობს.

გარდა ამისა, ანალიტიკოსების თქმით, რუსები ამტკიცებენ, რომ მათ დაიპყრეს კურდიუმოვკა, კლიშივკა, ანდრიივკა, ზელენოპოლია, პოდგოროდნი და სპირნე, თუმცა ანალიტიკოსები წერენ, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ღია წყაროებში არ არსებობს. 

ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი საინფორმაციო ოპერაციის ფარგლებში, რუსები ცრუ ცნობებს ავრცელებენ ბახმუტის გარშემო წარმატებების შესახებ. ანალიტიკოსების თქმით, ბოლოდროინდელი ცნობები შემდგომი წარმატებების შესახებ შესაძლოა, ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი