რუსეთი ინდოეთს სთხოვს, დაეხმაროს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით - Reuters

გამოქვეყნდა:

რუსეთი ინდოეთს სთხოვს მიაწოდოს გარკვეული პრდუქტები, მათ შორის, მანქანების, თვითმფრინავებისა და მატარებლების ნაწილები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს რომ სიაში 500-ზე მეტი პროდუქტია.

წყაროები ამბობენ, რომ სანქციები ზღუდავს რუსეთის უნარს შეინარჩუნოს სასიცოცხლო მრეწველობა.

სია, რომლის ვერსია გამოცემამ ნიუ დელიში ნახა, დროებითია და გაურკვეველია, რამდენი პროდუქტი იქნება ექსპორტირებული საბოლოოდ და რა რაოდენობით. წყარომ, ინდოეთის მთავრობიდან თქვა, რომ მოთხოვნა უჩვეული იყო თავისი მოცულობით.

ინდოეთს სურს ამ გზით გააძლიეროს ვაჭრობა, თქვა წყარომ, რადგან ის ცდილობს შეამციროს რუსეთთან სავაჭრო დეფიციტი. თუმცა, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა შეშფოთება დასავლეთის სანქციების პოტენციური დარღვევის გამო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი