რუსები ოკუპირებულ მარიუპოლში განადგურებულ სახლებს Yandex-ის რუკიდან შლიან

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა Yandex-ის რუკებზე, იმ სახლების წაშლა დაიწყეს, რომლებსაც თავად ანგრევენ.

"რუსებმა დაიწყეს სახლების წაშლა რუკებზე. რუსმა სამხედროებმა დაანგრიეს სახლი მარიუპოლში 
აზოვსტალსკის ქუჩაზე, თუმცა ის ჯერ კიდევ არის Google რუკაზე, ხოლო Yandex-სა და რეალურად კი წაშლილი“, - თქვა ლუბინეცმა.

ასევე ცნობილია, რომ რუსები კიდევ ათასი სახლის დანგრევას გეგმავენ, რომლებიც ალყის დროს სრულად არ განადგურებულა.
 
გარდა ამისა, ლუბინეცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვალის წაშლის მიზნით,  ოკუპანტები ანგრევენ სახლებს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რითაც მარიუპოლის ისტორიას  ნარჩენებად აქცევენ, რომელიც მოგვიანებით გადაიყრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი