უკრაინის ჯანდაცვის კომიტეტმა სასაზღვრო სამსახურს კამიკაძე დრონების საწინააღმდეგოდ, განათების სისტემები გადასცა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხაილო რადუსკის განცხადებით, ქვეყნის სასაზღვრო სამსახურს განათების სისტემები გადასცეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ის მესაზღვრეებს ღამით, 2 კილომეტრის მანძილზე მტრის სამიზნეების დანახვის საშუალებას აძლევს. 

მედიის ცნობითვე, მტრის ერთ-ერთი საფრთხე ირანული კამიკაძე დრონებია, რომლებიც დაფრინავენ დაბალ სიმაღლეებზე, რათა თავიდან აიცილონ საჰაერო თავდაცვის სისტემების აღმოჩენა.  

"თანამედროვე განათების სისტემები შესაძლებელს ხდის ღამით მტრის სამიზნეების აღმოჩენას მათი განეიტრალების მიზნით. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც პირველები ხვდებიან მტერს, განსაკუთრებით სჭირდებათ მძლავრი განათების სისტემები", - განაცხადა მიხაილო 
რადუცკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი