უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში 13 დასახლება გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ალექსი სმირნოვის ინფორმაციით, უკრაინელებმა, რუსი ოკუპანტებისგან ლუგანსკის ოლქში 13 დასახლება გაათავისუფლეს.

"ამჟამად, ლუგანსკის რეგიონში 13 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. ასე რომ, მალე საჭირო იქნება აქ განაღმვითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მივაწოდოთ მოსახლეობას სოციალური სერვისები და განაახლონ ძირითადი სასიცოცხლო სისტემების მუშაობა", - თქვა ალექსეი სმირნოვმა.

მისივე ინფორმაციით, რეგიონში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება განაღმვის, ჰუმანიტარული მარაგის მიწოდებისა და გათბობის პუნქტების განლაგების მიზნით.

ცნობისთვის, ერთ კვირაში ლუგანსკის რეგიონში, ოკუპანტების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა მებრძოლთა 70%-მდე დაკარგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი