ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს მიაწვდის - კულება

გამოქვეყნდა:

ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს მიაწვდის, - ამის შესახებ ინფორმაციას 
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კულება წერს, რომ თავის ესპანელ კოლეგას ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა, სადაც დიპლომატმა  უკრაინისთვის ახალი დახმარება დაადასტურა.

"მე შევხვდი ჩემს ესპანელ კოლეგას, უკრაინის ნამდვილ მეგობარს, ხოსე მანუელ ალბარესს. მადლობელი ვარ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გენერატორების მოწოდებისთვის. მან დაადასტურა, რომ მეტი ტვირთი იქნება მიწოდებული. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელება. გამოაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ G20-ის სამიტზე“, - წერს კულება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი