რუსებმა დნეპროპეტროვსკი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა მძიმე არტილერიით დაარტყეს დნეპროპეტროვსკის რეგიონს, დაბომბვის შედეგად მოხუცი ქალი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა დაბომბა კერძო სახლები და გაზსადენი. ამის შესახებ კი დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელმა, მიკოლა ლუკაშუკმა ისაუბრა.

„დღეს, დღის მეორე ნახევარში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიამ მძიმე არტილერია ესროლა ნიკოპოლის რაიონში მდებარე მირივსკას თემს“ - თქვა მან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი