"თუ NATO უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი სამიზნე" | მედვედევი

გამოქვეყნდა:

"თუ ნატო უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი სამიზნე", - წერს სოციალურ ქსელში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

"როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, თუ ნატო კიევის ფანატიკოსებს NATO-ს პერსონალთან ერთად პატრიოტის კომპლექსებით მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გახდებიან ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე. იმედი მაქვს, რომ ამას გაიგებენ“, - წერს მედვედევი.

შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც ძირითადად შექმნილია მოკლე დისტანციის ბალისტიკური რაკეტების, თვითმფრინავებისა და საკრუიზო რაკეტების განადგურებისთვის.​ 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი