ჯგუფური ძალადობის ბრადლებით პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ოთარ სირაძეს ბრალი წაუყენა. საგამოძიებო უწყება უახლოეს საათებში სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებების შეფარდების შუამდგომლობით მიმართვს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ სირაძესა და მის ძმას სამართდლამცველები ჯგუფურ ძალადობაში, 4 ივლისს მოხმადრი ფაქტის გამო ედავებიან, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა, სხეულის დაზიანება მიიღო. ყოფილი გუბერნატორი ამბროლაურის პოლიციაში დაკითხვაზე დღეს კიდევ ერთხელ დაიბრეს, სადაც მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი