
უკრაინის "ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის" ინფორმაციით, სამხრეთ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტები ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებენ შვილები რუსულ სკოლებში გაგზავნონ.
"სამხრეთში რუსები ამოწმებენ ბავშვებს, არიან თუ არა ისინი გარეთ სკოლის საათებში. რუსეთის ფედერაციიდან ჩამოყვანილი ექიმები სამედიცინო გამოკვლევების დროს ამოწმებენ, სწავლობს თუ არა ბავშვი რუსულ სკოლაში", - ამბობს ორგანიზაცია.
გარდა ამისა, წინააღმდეგობის ცენტრი ამბობს, რომ ბავშვებსა და მშობლებს ამოწმებენ არის თუ არა მათ ტელეფონებში უკრაინული ონლაინ სკოლის აპლიკაციები.