მხარს ვუჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის შესახებ -  სახდეპის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

NATO-ს მხარდაჭერა უკრაინას და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგების გაძლიერება - ეს არის ბუქარესტში მიმდინარე NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი საკითხები.

"მთავარმა არხმა" შეხვედრის მონაწილე შეერთებული შტატების სახელდობრ დეპარტამენტის წარმომადგენელი ანდრეა კალანი ჩაწერა, რომელიც ამბობს რომ შტატები მტკიცედ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

"შეხვედრის მიზანი NATO-ს საზღვრებისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერება, ასევე  უკრაინის მხარდაჭერაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ უკრაინაში მძიმე ვითარებაა. პუტინი ზამთარსა და ელექტრო კრიზისს ომის იარაღად იყენებს. მნიშვნელოვანია რომ NATO-ს სტრატეგიული კონცეფციის ფარგლებში აქტიური ნაბიჯები გადაიდგას. რუსული დაბომბვების შედეგად უკრაინაში შექმნილი ენერგო კრიზისი, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნების პრობლემაცაა. მაგალითად, ეს ეხება მოლდოვასაც. დღევანდელ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრება.

სიმბოლურია, რომ საქართველოსა და უკრაინის  NATO-ში გაწევრიანების საკითხი, 2008 წელს ზუსტად ბუქარესტში გადაწყდა. ეს პოზიცია დღემდე უცვლელია და შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებას მხარს მტკიცედ უჭერს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციაზე ვისაუბრებთ. რუსეთის წინააღმდეგ შედეგს მხოლოდ ერთიანობით მივაღწევთ. ნებისმიერი ქვეყანა თავად წყვეტს შეუერთდება თუ არა სანქციებს ან როგორ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატებს ყველას ერთიანობისკენ მოუწოდებს, რადგან შედეგი მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა", - თქვა ანდრეა კალანმა

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი