პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

რუსული პროპაგანდა იძირება. ჯიბის ჟურნალისტები, მათ შორის სოლოვიოვი ვერ აცნობიერებენ რომ პოტენციურად სამუდამო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინაში, ომის მიმდინარეობაზე საუბრისას.

მისი თქმით, პუტინი თავისი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სხვა ქვეყნებში ჩახოცვის გარდა, სხვა ფუნქციას ვერ ხედავს:

"რუსული პროპაგანდა იძირება. ჯიბის ჟურნალისტები, მათ შორის სოლოვიოვი ვერ აცნობიერებენ რომ პოტენციურად სამუდამო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ. როდესაც რუსეთი დამარცხდება - ეს ადამიანები ტრიბუნალის წინაშე წარდგებიან. ისინი კრემლის პოზიციას ახმოვანებენ და ადამიანებს მოუწოდებენ უკრაინაში წავიდნენ და დაიღუპონ. რუსეთის ფედერაციას ის სამხედროები რომლებიც უკრაინაში იბრძვიან არაფერში სჭირდება. ზუსტად მსგავსი დამოკიდებულება აქვს თავის მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან - დაახლოებით 120 მილიონ ადამიანთან. პუტინი ფიქრობს რომ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ და საქართველოში, ან მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ. მოსახლეობის ამ ნაწილს სხვა ფუნქცია ვერ მოუფიქრეს." ამბობს პოდოლიაკი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი