სამშაბათს რუსული თავდასხმის შედეგად დონეცკის რეგიონში 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სულ მცირე ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სამშაბათს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის რეგიონში რუსული იერიშის შედეგად. ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ განაცხადა და თქვა, რომ 15 მოქალაქე დაიჭრა.

მისივე თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ბახმუტში, ორი სხვა დრობიშევეში და ერთი მეზობელ ლიმანში.

აღმოსავლეთ უკრაინაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის ირგვლივ, რომელიც თვეების განმავლობაში ალყაში იყო რუსული ძალების მიერ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი