რუსეთმა გასულ დღე-ღამეში კიდევ 500 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 ნოემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 88 880;
  • ​ტანკი - 2 914;
  • ჯავშანტექნიკა - ​5 872;
  • საარტილერიო სისტემა - 1 902;
  • სარაკეტო სისტემა - 395;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 210;
  • თვითმფრინავები - 280;
  • ვერტმფრენი - 261;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 562;
  • საკრუიზო რაკეტები - 531;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 429;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 163

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი