ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი "პრეზიდენტი" გაგლოევი, ოკუპირებულ მელიტოპოლში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის  მარიონეტი "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა.

კრემლის მედიის ინფორმაციით, მან რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედროებს და "რესპუბლიკიდან" წასულ მოხალისეებს, ტექნიკური აღჭურვილობა, ჰუმანიტარულ ტვირთი, საკვები, გენერატორები და მედიკამენტები ჩაუტანა.

გაგლოევმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა "გამბედაობისა და გმირობისთვის".
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი