
რუსეთის არმია უახლოეს მომავალში უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას უკრიანული მედია თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელ, ვადიმ სკიბიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, ამჟამად რუსული ჯარების გადაადგილება როსტოვისა და ბელგოროდის ოლქებში, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიის გავლით ხერსონის ოლქში შეინიშნება.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ტერიტორიული ჯარების ქვედანაყოფების საკმაოდ აქტიურ მოძრაობას, რომლებიც დემობილიზებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყველა სამხედრო ოლქში“, - ამბობს ვადიმ სკიბიცკი.
ცნობისთვის, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში ბოლო სამი თვის განმავლობაში პრაქტიკულად შეწყვიტეს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების (BTG) სახით განლაგება.