ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, აზერბაჯიანელ ხალხს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულერებაზე გამართული უაზრო მოლაპარაკებები უკვე მობეზრდა - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
გამართულ შეხვედრაზე ილჰამ ალიევი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხსაც შეეხო.
აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ამ საკითხთან მიმართებით ჩვენი პოზიცია კატეგორიულია - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 12 ივლისს ყარაბაღიდან შორს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოუზის პროვინციაში დაიწყო, რასაც უკვე 16 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ ბაქოში მოსახლეობა ჯარისადმი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით დედაქალაქის ქუჩებში მოწოდებით "ყარაბაღი ჩვენია" გამოვიდა. მოგვიანებით სოლიდარობის აქცია პოლიციელებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა.