
Facebook-მა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის, მიკოლა ოლეშჩუკის პოსტი დაბლოკა, რომელმაც რადიოტექნიკური ძალების დღის მილოცვა გამოაქვეყნა. უკრაინული მედიის
ცნობით, პოსტი 06:10 საათზე გამოჩნდა, 10:30 საათზე კი უკვე დაბლოკილი იყო.
"...მაგრამ ჩვენ ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში და რაც მთავარია - ველური "რუსული სამყაროს" გარეშე" - დაწერა Facebook-გვერდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა.
"ფეისბუქმა დაბლოკა პოსტი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურს რადიოტექნიკური ძალების დღეს ულოცავდა. მოსკოვის აგენტები ახლა ყველგან არიან"- წერს უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების გვერდი თავის Telegram-არხზე.