
ხერსონის ოლქის სოფელ პრავდინეში სამართალდამცავებმა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, რომლებიც რუსმა სამხედროებმა, მიმდინარე წლის აპრილში დახვრიტეს. ინფორმაციას უკრაინული მედია
ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიების თანახმად, სოფელ პრავდინეს რუსული ოკუპაციის დროს, რუსმა სამხედროებმა სახლში, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს. ამის შემდეგ, ოკუპანტებმა ცხედრებთან ერთად სახლი ააფეთქეს. სახლში იმ კომპანიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებიც სოფელთან ახლოს მდებარე სარწყავ ბლოკებს იცავდნენ, ასევე სახლში იყო არასრულწლოვანი გოგონაც.
"გარდაცვლილები შემთხვევის ადგილას დაკრძალეს, გოგონას მშობლები კი ადგილობრივ სასაფლაოზე. ცხედრების ზედაპირულმა დათვალიერებამ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები გამოავლინა. ზოგიერთ მათგანს თავის ქალა აქვს დაზიანებული, სავარაუდოდ ტყვიით მიყენებული ჭრილობების გამო. ორი მათგანის მაჯაზე თოკი აღმოაჩინეს“,- ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, ყველა გარდაცვლილის ცხედარი, კომპლექსური ექსპერტიზაზე და დნმ-ის ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, რადგან, დადგინდეს დანაშაულის გარემოებები.
ცნობისთვის, ხერსონის საოლქო პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონების და ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე, განზრახ მკვლელობასთან ერთად (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).