"პუტინს შობის მოპარვის უფლებას არ მივცემთ" | კლიჩკოს თქმით, კიევში გენერატორზე მომუშავე ნაძვის ხეს დადგამენ

გამოქვეყნდა:

"შობისთვის კიევში "უძლეველობის ნაძვის ხე" გამოჩნდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო საუბრობ, ინფორმაციას კი BBC ავრცელებს.

კლიჩკოს თქმით, 12-მეტრიან ნაძვის ხეს, გენერატორით, „ენერგოდამზოგავი ნათურები“ აამუშავებს, მის გვერდით კი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის მობილური ტელეფონის დასატენი პუნქტი დამონტაჟდება.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ნაძვის ხე, როგორც ყოველთვის, სოფიას მოედანზე დაიდგმება, მორთულობა კი ადგილობრივი მეწარმეების დაფინანსებით იგეგმება. ნაძვის ხის ქვედა ნაწილი იმ ქვეყნების დროშებით იქნება მორთული, რომლებიც კიევს ომის სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარებიან.

"პატარა ნაძვის ხეები დამონტაჟდება მთელ ქალაქში... არ შეგვიძლია პუტინს შობის მოპარვის უფლება მივცეთ!" - განაცხადა კლიჩკომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი