"უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს" | NATO-ს მინისტერიალის მთავარი გზავნილები ბუქარესტიდან

გამოქვეყნდა:

"სამწუხაროდ, ზუსტად ამ სასახლეში 2008 წელს იქნა დაშვებული სტრატეგიული შეცდომა, როდესაც უკრაინის გაწევრიანება ნატოში შეაფერხეს",- ამ სიტყვებით მიმართა დღეს დმიტრო კულებამ რუმინეთში შეკრებილი ნატოს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს.

14 წლის წინ ბუქარესტის ისტორიულ სამიტზე საქართველოს და უკრაინისთვის მაპის არ მიცემამ წაახალისა, რუსეთი იმავე წელს აგვისტოს ომი დაეწყო, 2014-ში ყირიმი, წელს კი უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისმღვრელი ომი.

2008 წლისგან განსხვავებით, პარტნიორები დღეს საქართველოსაც ახსენებდნენ, თუმცა იქვე განმარტავდნენ, რომ ოფიციალურმა თბილისმა თავად უნდა აირჩიოს, უნდა თუ არა ჩრდილოატლანტიკური ოჯახის წევრობა. რუმინეთში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, თუმცა, მის განცხადებებს საქართველოს პოზიციონირებაში სიცხადე საერთოდ არ შუტანია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი