
ლიეტუვას მთავრობამ უკრაინას დამატებით 13 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა. ირკვევა, რომ ამ თანხიდან 4 მილიონი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.
„დღეს ლიეტუვას მთავრობამ დაამტკიცა 13 მილიონი ევრო უკრაინის დასახმარებლად.
- 5 მილიონი ევრო უკრაინის მსოფლიო ბანკის ფონდს.
- 4 მილიონი ევრო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
- 2 მილიონი ევრო უკრაინელი სამხედრო ლტოლვილებისთვის მოლდოვაში.
- 2 მილიონი ევრო "მარცვლეული უკრაინიდან" ინიციატივისთვის“, - წერს არვიდას ანუშაუსკასი.
ინფორმაციისთვის, ლიეტუვამ უკრაინას 640 მილიონ ევროზე მეტი უკვე გამოუყო. აქედან 232 მილიონი ევრო სამხედრო დახმარებას გადასცა. ლიეტუვამ, უკრაინაში სხვადასხვა სიმძლავრის 114 ტრანსფორმატორი გაგზავნა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად.