ხარკოვის ოლქში დააკავეს ქალი, რომელმაც უკრაინის დროშა დახია

გამოქვეყნდა:

ხარკოვის სოფელში დააკავეს 34 წლის ქალი, რომელმაც უკრაინის დროშა დახია. უკრაინული მედიის ცნობით, 
ქალს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის მიმართ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით აღიძრა, რაც სახელმწიფო სიმბოლოების შეურაცხყოფას გულისხმობს.

„ქალმა ცენტრალურ შესასვლელთან, ოლშან სტაროსტატის შენობის ფასადზე გადმოკიდებული სახელმწიფო სიმბოლო ჩამოგლიჯა, დახია და მიწაზე დააგდო," - განაცხადეს სამართალდამცველებმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი