პენტაგონმა ხელი მოაწერა 1.2 მილიარდი დოლარის კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის მისაწოდებლად

გამოქვეყნდა:

პენტაგონი 1.2 მილიარდ დოლარის კონტრაქტს აფორმებს კომპანია Raytheon Technologies-სთან, რომელმაც უკრაინას 6 ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა "ნასამსი" (NASAMS) უნდა გადასცეს.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ სამუშაოები მასაჩუსეტსის ქალაქ ტეუკსბერში შესრულდება და მათი სავარაუდო დასრულების თარიღით 2025 წლის 28 ნოემბერია.

შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა უკრაინისთვის ჯამში რვა NASAMS-ის გაგზავნა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. ნოემბერში უკრაინამ 2 NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე მიიღო.

ეს ექვსი NASAMS სისტემა იყო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის მეხუთე (USAI) პაკეტის ნაწილი, რომელიც გამოცხადდა 24 აგვისტოს და რომლის საერთო ღირებულება 2,98 მილიარდი დოლარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი