
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არ კმარა მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გადაწყვეტილება შეიცვალოს.
სარჯველაძე ამბობს, რომ "ემპათიამ" დასკვნის სახით მოთხოვნა წამოაყენა, რომ მესამე პრეზიდენტი უცხოეთში გადაიყვანონ.
"დასკვნის სახით მოთხოვნაა წამოყენებული, რომ გადაიყვანონ უცხოეთში, მაგრამ კმარა კი ამისთვის იმის თქმა, რომ სჭირს მაგალითად 10 დიაგნოზი აქვს დასმული, ან მაგალითად, რომ არ ვიცი, მძიმეა მდგომარეობა, რთული მდგომარეობა აქვს ჯანმრთელობის. ვფიქრობ, რომ ამისთვის ეს საკმარისი არ არის. ვინც გამოხატავენ მხარდაჭერას ამ კაცის მიმართ, პოლიტიკურ მხარდაჭერას, იმ ექსპერტების მიერაა ეს მხარდაჭერილი ამბობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო არსად, არცერთ ცივილიზაციაში პატიმრები არ თავისუფლდებიან", - თქვა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი მოკვლევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საექსპერტო დასკვნა მომზადდა. ცენტრ "ემპათიას" მედიკოსებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მთავარი რეკომენდაცია მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა, რადგან მისი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია.
ამავე თემაზე:
ჯიშკარიანი: პროფესორი კობის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება.