Spiegel: რუსეთის შემდეგი მასირებული საჰაერო თავდასხმა უკრაინაზე, როგორც ჩანს, გარდაუვალია

გამოქვეყნდა:

ემზადება თუ არა რუსეთი ახალი მასირებული თავდასხმისა და პროვოკაციისთვის უკრაინაში? - ვარაუდს გერმანული გამოცემა "შპიგელი" სარატოვის სამხედრო აეროდრომის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით გამოთქვამს და აფრთხილებს უკრაინას ახალი, მძიმე საჰაერო თავდასხმის შესახებ.

სტატიის ავტორს ვარაუდის საფუძველს, სარატოვის სამხედრო აეროდრომზე, "Engels 2-ზე", გარკვეული აქტივობები აძლევს. 

გამოცემა სატელიტურ ფოტოებს ეყრდნობა, რომელშიც ჩანს, რომ აეროდრომზე განთავსებულია დაახლოებით 20-მდე შორი მანძილის ბომბდამშენები: "ტუ-95" და ,"ტუ 160", ასევე საწვავის ავზები, საბრძოლო მასალები, მანქანები და სარემონტო მასალები, დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომლითაც საკრუიზო რაკეტები გადაიტანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი