ხერსონში რუსების დაბომბვის გამო ელექტროენერგია გაითიშა

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი ოფიციალური პირის განცხადებით, სამხრეთ უკრაინაში ახლახან განთავისუფლებული ქალაქი ხერსონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რუსული ძლიერი დაბომბვის გამო.

ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი ამბობს, რომ "ელექტო ქსელებში ძაბვა გაქრა". მისი თქმით, "ხერსონობლენერგო" უკვე მუშაობს პრობლემის გამოსწორებაზე.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ 30 ნოემბერს რუსებმა ხერსონის ოლქის ტერიტორია 34-ჯერ დაბომბეს. რუსული დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ხერსონის რაიონის კიდევ 2 მცხოვრები კი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი