მოწმეებად არიან ზურაბ ჩხაიძე, ნინო ნადირაძე, თამარ დავარაშვილი... - ხაჭაპურიძე დასაკითხ პირებზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, დასაკითხ მოწმეთა სიაში მათ კლინიკა ვივა მედის ხელმძღვანელი, კლინიკური დირექტორი, მკურნალი ექიმი და პენიტენციურის სამედიცინო სამსახურის უფროსი შეიყვანეს. სასამართლოზე დასაკითხ პირთა სიაში არიან პოლიტიკოსებიც:

"მოწმეებად არიან ზურაბ ჩხაიძე, ქალბატონი ნინო ნადირაძე, თამარ დავარაშვილი და ასევე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურის უფროსი. სხვა მოწმეებიც, მათ შორის, პოლიტიკოსები" თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

"ემპათიის" მძიმე დასკვნის საფუძველზე ხაჭაპურიძემ დღეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატები მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას ან/და სასჯელის გადავადებას ითხოვენ. ამის საფუძველს კი ადვოკატებს სამედიცინო დასკვნაში მოყვანილი დიაგნოზები და პროგნოზები აძლევთ, რომლის მიხედვითაც პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილის დატოვება მისი გარდაცვალებით დასრულდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი