უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 50 ჯარისკაცი გაათავისუფლა, მათ შორის მარიუპოლის მცველები

გამოქვეყნდა:

ტყვეთა მორიგი გაცვლა - უკრაინამ რუსეთისგან შეიარაღებული ძალების 50 ჯარისკაცი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის ინფორმაციითვე, გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლისა და აზოვსტალის მცველები, ასევე დაჭრილი სამხედროები დონეცკის, ლუგანსკის და ზაპორიჟის რაიონებიდან.

"პატიმრების კიდევ ერთი დიდი გაცვლა. უკრაინამ 50 დამცველი გაათავისუფლა. ჩვენ ვაბრუნებთ მარიუპოლის და აზოვსტალის დამცველებს, ვაბრუნებთ ოლენივკაში მყოფ პატიმრებს, დაჭრილებს, კერძოდ, დონეცკის, ლუგანსკის და ზაპორიჟიეს რაიონებში ბრძოლებში.

ეს არის დიდი სამუშაო, რომელიც გრძელდება ყოველდღე. ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო უკრაინის გათავისუფლებამდე. მადლობა სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბს", - წერს ერმაკი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი