
ნიდერლანდები უკრაინის დონორების მიერ დაფინანსებული მხარდაჭერის პროგრამისთვის ერთ მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ვოპკე ჰოექსტრამ ეუთოს მინისტრთა საბჭოს 29-ე სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ნიდერლანდები გამოყოფს მილიონ ევროს ამ პროგრამის დაწყების ხელშეწყობისთვის", - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ინფორმაციისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ, რომელიც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა, ორგანიზაციის ახალი ძირითადი პროგრამა უკრაინაში გამოაცხადა. 1 ნოემბერს ეუთოს ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყეს.