
უკრაინა შვედეთისგან დახმარების ახალ "ზამთრის პაკეტს" მიიღებს, რომლის ღირებულებაც თითქმის 338 მლნ აშშ დოლარია. უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ შვედეთი აპირებს უკრაინას 3 მლრდ შვედური კრონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი მიაწოდოს. მასში შედის საჰაერო თავდაცვის სისტემები, მანქანები, საბრძოლო მასალა და ჯარისკაცების აღჭურვილობა.
გარდა ამისა, შვედეთმა 760 მლნ SEK ჰუმანიტარული დახმარება გასცა, 560 მილიონი უკრაინაზეა გათვლილი, დანარჩენი - კი მოლდოვასთვის.