ჩეხეთმა უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პარლამენტმა ქვეყანაში უკრაინელი სამხედროების წვრთნის გეგმა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა ინიციატივას რომელიც გულისხმობს რამდენიმე ათასი უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების თაობაზე ლიბავას პოლიგონზე.

BBC წერს, რომ საუბარია მექანიზებული ქვედანაყოფების 4 000 უკრაინელ სამხედროსა და ვიწრო სპეციალისტზე. თითოეული მათგანი ოთხკვირიან კურსს გაივლის და სულ ხუთი ასეთი კურსი იქნება. გარდა ამისა, ჩეხი სამხედროები უკრაინელ კოლეგებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც გადაამზადებენ.

ცნობისთვის, უკრაინელი სამხედროებისთვის წვრთნებს ახლა ბევრი სხვა ქვეყნის სპეციალისტები ატარებენ - შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი