
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინამ 13 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.
პოდოლიაკის ეს კომენტარი უკრაინის სამხედრო უწყებებს არ დაუდასტურებიათ. უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას პოდოლიაკმა თქვა, რომ კიევი "ღიალად საუბრობს დაღუპულთა რაოდენობაზე".
"ჩვენ გვაქვს გენერალური შტაბის ოფიციალური შეფასებები, ოფიციალური შეფასებები მთავარსარდლის [ბატონი ზელენსკის] მიერ და ისინი მერყეობს 10 000-დან 12 500-13 000 დაღუპულამდე" - თქვა მან.
პოდოლიაკი ასევე ვარაუდობს, რომ 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა 24 თებერვალს შეჭრის დაწყების შემდეგ და რომ კიდევ 100 000-დან 150 000-მდე დაიჭრა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.