"ტროლები" და "ბოტები" ქვეყანაში მარტივად ოპერირებას ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ნიშანდობლივია, რომ წელს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არის და ამ პირობებში, "ფეისბუქის" ადმინისტრაცია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არჩევნებით დაინტერესებულია. მათი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და არჩევნები იქნება აშშ-სთვის რადარზე იქნება, ეს არის პირდაპირი გზავნილი ყველა პოლიტიკური აქტორისთვის და განსაკუთრებით "ქართული ოცნებისთვის".
ეს არის ძალიან მნიშნველოვანი რამ და მე ვიტყოდი, რომ საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებული გნაბიჯი გადადგმული "ფეისბუქის" ხელმძღვანელების მხრიდან და ასევე უნდა გვახსოვდეს, რა თმა უნდა, რომ ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ თვითონაც, რომ არ ხედავდნენ, რომ ეს ჩვენს რეალობაში არის პრობლემა, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
"ფეისბუქის" მხრიდან რეგულაციები აგვისტოდან ამოქმედდება. რა რეგულაციები იქნება პოლიტიკური პარტიებისთვის პოლიტიკურ რეკლამაზე, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. როდესაც ოფიციალური განაცხადით "ფეისბუქი" მიმართავს ყველა იმ პოლიტიკურ აქტორს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იქნება ჩართული.
შეგახსენებთ, რომ 50-მდე ორგანიზაციამ ორი კვირის წინ "ფეისბუქს" 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართეს, ოფიციალური პასუხი გუშინ მიიღეს, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიტიკურ აქტორებს, შესაბამისი ინსტრუქციები მიეცემათ, რაც პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესების დადგენას გულისხმობს.