კრემლი მზად არაა უკრაინიდან გასასვლელად, "სპეცოპერაცია" გრძელდება - პესკოვი ბაიდენის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლისთვის მიუღებელია პირობებეი, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წამოაყენა მოლაპარაკების დასაწყებად. 

მიუხედავად ამისა, პესკოვი ამტკიცებს, რომ "მიზნების მისაღწევად, პრეზიდენტი პუტინი იყო, არის და რჩება ღია ყველასთან მოლაპარაკებებისთვის".

"ფაქტობრივად, რაც თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა: მისი თქმით, მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი დატოვებს უკრაინას. აი, რა თქვა მან", - თქვა პესკოვმა.

პერკოვის განცხადებით, კრემლი ამისთვის მზად არ არის და "სპეცოპერაცია", რა თქმა უნდა, გრძელდება. 

მისივე აზრით, საერთო დისკუსიას "მნიშვნელოვნად ართულებს" ის, რომ ვაშინგტონი "ახალ ტერიტორიებს" ანუ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებს რუსეთის შემადგენლად არ ცნობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი