
უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს რუსული არმიის ვიცე-პოლკოვნიკი ოლექსი სმირნოვი - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა, ანატოლი შტეფანმა განაცხადა.
„98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ვიცე-პოლკოვნიკი ოლექსი სმირნოვი წარმატებით იქნა დემობილიზებული“, - დაწერა მან Telegram-ში.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე 90 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.