შეუწყვიტეთ წყალი და შუქი პრაღაში, რუსეთის საელჩოს - ჩეხების პეტიცია

გამოქვეყნდა:

შეუწყვიტეთ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება პრაღაში მდებარე რუსების საკუთრებაში არსებულ შენობებს, მათ შორის რუსეთის საელჩოს - ამ მოწოდების პეტიციას ჩეხეთში ხელი 10,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა

პეტიციაზე ხელმომწერი ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინაში, რუსების მიერ ენერგო ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

ხელმოწერებს ჩეხური ორგანიზაცია, „შეიარაღება უკრაინისთვის“ აგროვებს.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინული სოფლები და ქალაქები უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლია რუსეთის მხრიდან. რუსული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები ელექტროსადგურები, გათბობის ინფრასტრუქტურა და წყლის სადგურებია. ომის ამ ახალმა ფაზამ კატასტროფული გავლენა იქონია უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე,  მათ საცხოვრებელ სახლებზე, სკოლებზე, ბაღებზე, მაღაზიებზე, ქარხნებზე და საავადმყოფოებზეც კი“, - ვკითხულობთ პეტიციაში.

ცნობისთვის, ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთმა გაახშირა უკრაინულ ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები. სარაკეტო დარტყმების შედეგად, უკრაინაში რამდენიმე მილიონ ადამიანს გრაფიკით და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მიეწოდება ელექტროენერგია, გათბობა და წყალი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი