
უკრაინის პარლამენტის წევრი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ მიიღო 80 000-ზე მეტი გენერატორი.
"9 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში 82 124 დენის გენერატორი და 3 075 ელექტროტრანსფორმატორი შემოვიდა. ასევე, ამავე პერიოდში შემოვიდა 266 596 "ფოუვერბანკი" და აკუმულატორი", - თქვა მან.
ცნობისთვის, რიგმა ქვეყნებმა უკრაინის გენერატორებით დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. დაბომბვა დაიწყო. ქვეყნები უკრაინას ამ ფრომით ეხმარებიან, რათა მოქალაქეები სიცივეში და უშუქობაში არ დარჩნენ.
ამ კვირაში შეერთებული შტატების მთავრობამ აღუთქვა უკრაინას 50 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების აღჭურვილობის მიწოდება ელექსტრო სისტმის მხარდასაჭერად.