პუტინი უკრაინის დახმარებას "დესტრუქციულს" უწოდებს - სატელეფონო საუბარი შოლცთან

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტსა ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის მიერ უკრაინის მხარდაჭერას დესტრუქციული უწოდა და ყურადღება მიაპყრო „დასავლური სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის დესტრუქციულ ხაზს, რომლითაც კიევის რეჟიმს იარაღით ამარაგებენ და უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან“.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ დასავლეთის დახმარების ეს პაკეტი მიზეზი არის იმის, რომ უკრაინა უარს ამბობს მოლაპარაკებებზე.

პუტინის სიტყვებით, თავდასხმა უკრაინულ ენერგო ინფრასტრუქტურაზე გარდაუვალი პასუხი იყო კიევის სამხედრო პროვოკაციებისა, მიუხედავად იმისა, რომ „რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა თავს ამისგან“.

ქვეყნების ლიდერები მსოფლიო საკვების უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხნენ და შეთანხმდნენ, რომ ამ თემის მომდევნო განსახილველად ერთმანეთთან კონტაქტში დარჩებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი