კიევო-პეჩორის ლავრის ერთ-ერთი მონასტერი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა

გამოქვეყნდა:

კიევო-პეჩორის ლავრის ერთ-ერთი მონასტერი, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა. უკრაინული მედიის ცნობით, ლავრიდან გამოუშვეს პრორუსი მღვდლები და ის ოფიციალურად, უკრაინის ეკლესიის შემადგენლობაში დაარეგისტრირეს.

კიევის წმინდა მიძინების კიევო-პეჩორის ლავრაში, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნის რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაში საგამოძიებო მოქმედებები 23 ნოემბერს დასრულდა.

აღმოჩენილია პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიებსა და სამრევლო სკოლებში სწავლის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის; ნაღდი ფული 2 მილიონზე მეტი გრივნა, 100 ათას დოლარზე მეტი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა პოლიგრაფული ტესტი. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ობიექტების ტერიტორიაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი