
ევროპარლამენტი უნგრელი ევროკომისრის ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით, გამოძიებას ითხოვს - ამის შესახებ Twitter-ზე ინფორმაციას ჰოლანდიელი პარლამენტარი, თეის რეტენი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვარჰეი განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში.
"ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ითხოვს გამოძიებას გაფართოების კომისრის, ბატონი ვარჰეის ქცევის შესახებ, იმის გამო, რომ ის განზრახ ძირს უთხრის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკანტ ქვეყნებში" ,- წერს ევროპარლამენტარი.
ცნობისთვის, ვარჰეი ევროკომისარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკთხებში და სტუმრობს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: საქართველო, ბოსნია და მოლდოვაა. ვარჰეი 15 ნოემბერს საქართველოშიც იმყოფებოდა.