რუსეთმა უკრაინიდან სულ მცირე $1 მლრდ-ს უკრაინული მარცვლეული მოიპარა | Bloomberg

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინიდან სულ მცირე, 1 მლრდ აშშ დოლარის უკრაინული მარცვლეული მოიპარა, - ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნული კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა. სატელიტური მასალების გაანალიზების შედეგად დაადგინა, რომ თითქმის 6 მილიონი ტონა ხორბალი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აიღეს.

გამოცემის თანახმად, ამ მომენტისთვის უცნობია, სად არის აღებული უკრაინული მარცვლეული.

გარდა ამისა bloomberg წერს, რომ NASA-ს გუნდმა დაითვალა, რომ წელს უკრაინაში ფერმერებმა 26.6 მილიონი ტონა ხორბლის მოსავალი აიღეს, რაც რამდენიმე მილიონი ტონით აღემატება ძირითად პროგნოზებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი