"რუსეთი ახალი შეტევებისთვის ემზადება. შავი ზღვის აკვატორიაში 20 სამხედრო გემი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს", - ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების, ჩრდილოეთის პრესსპიკერი ნატალია გუმენიუკი საუბრობს.
რუსეთი ახალი შეტევებისთვის ემზადება. შავ ზღვის აკვატორიაში ოკუპანტებმა 20 ერთეული სამხედრო გემი საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. ასევე რამდენიმე წყალქვეშა ნავია. ყურადღებით ვეკიდებით მტრის მზადებას. ჩვენს ქვეყანაში არსებული უამინდობის გამო შესაძლებელია სარაკეტო იერიშებს გარკვეული შედეგები მოჰყვეს, თუმცა პანიკას არ უნდა ავყვეთ. ინტენსიური შეტევების დრო ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა ფაქტია ის იქნება. ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს. მოქალაქეები თავშესაფრებში უნდა დარჩნენ, - ამბობს გუმენიუკი.